Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია

მარშალ პრესი 08/09/2025
irakli kobakhidze
ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა თვეც იყო წარმატებული. მთლიანობაში, იანვარ-ივლისის ზრდამ შეადგინა 8%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სავალუტო ფონდმა დაახლოებით 1 თვის წინ გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე.
„ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით შევძლებთ ამ პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენ მუშაობაზე.
რა თქმა უნდა, ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე და შესაბამისად, დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო 7 თვის განმავლობაში 15 თეთრით გამყარდა, რაც მყარი ეკონომიკური პოზიციების გამოვლინებაა. ეროვნულმა ბანკმა მარტ-ივლისში სავალუტო რეზერვები 1.3 მლრ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. აგვისტოს ჩათვლით, სავარაუდოდ, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი 1.5 მლრდ დოლარსაც გადააჭარბებს და წლევანდელ წელს ამ კუთხით დავხურავთ სარეკორდო მაჩვენებლით. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გაწეული სამუშაოსთვის და მნიშვნელოვანი შედეგებისთვის“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.