Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი-აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. შეხვედრაზე სოფელებში არსებულ საჭიროებებზე ვისაუბრეთ და მჯერა, ჩემს გუნდთან ერთად და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ

მარშალ პრესი 08/09/2025
544536500_122115499688988023_5154796846023182756_n

ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად ის ტიმოთესუბანის, მზეთამზის, დაბის და დაბა წაღვერის მცხოვრებლებს შეხვდა და სოფელებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.

“აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად, სოფლების – ტიმოთესუბანის, მზეთამზის, დაბის და დაბა წაღვერის მცხოვრებლებს შევხვდი. დღეს შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულთან სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ზაალ გელაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანტონ ობოლოაშვილთან, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან, პარტია „ქართულო ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან , მერის მოადგილესთან, გიორგი ტაბატაძესთან და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ეკატერინე ორჯონიკიძესთან ერთად სოფელებში არსებულ საჭიროებებზე ვისაუბრეთ.

მოგეხსენებათ, სულ ახლახანს დასრულდა დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია. ახალი რეკრეაციული სივრცე, 10 500 კვ მ ფართობზე განთავსდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცეები გაკეთდა: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფოტოგადაღების ჯიხური, კომერციული ობიექტები ასევე, სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სპორტული მოედანი და სხვა. მჯერა, რომ ჩემს გუნდთან, ბორჯომელებთან ერთად და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ”- წერს მამუკა გელაშვილი.

Post navigation

Previous: ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს
Next: კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.