Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი გერმანიაში პოლიტიკოსების გარდაცვალებაზე: ეს სკანდალი მაგალითია იმისა, თუ რა ემართება „დიფ სთეითის“ მიერ სრულად კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება აცნობიერებს, რომ მართული პოლიტიკოსების გარდა, მათ ქვეყანაში მოიძებნებიან ლიდერები და პარტია, რომელიც საკუთარი სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის იბრძვის

მარშალ პრესი 08/09/2025
shatirishvili

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელშიც საუბარია გერმანიაში 16 პოლიტიკოსის გარდაცვალებაზე, რომელთა შორის, შვიდი – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიაში იყო.

შათირიშვილის განცხადებით, ეს სკანდალი იმის უნიკალური მაგალითია, თუ რა ემართება „დიფ სთიეთის“ მიერ სურლად კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება გონს მოსვლას იწებს და აცნობიერებს, რომ მათ ქვეყანაში მართული პოლიტიკოსების გარდა, მოიძებნებიან ლიდერები, რომლებიც საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტისთვის იბრძვის.

„რეალურად, გერმანიაში მომხდარი ეს სკანდალი უნიკალური მაგალითია იმისა, თუ რა ემართება „დიფ სთეითის“ მიერ სრულად კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება გონს მოსვლას იწყებს და აცნობიერებს, რომ მართული პოლიტიკოსების გარდა, მათ ქვეყანაში მოიძებნებიან ლიდერები და პარტია, რომელიც საკუთარი სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის იბრძვის და ერთი მხრივ „დიფ სთეითს“, მეორე მხრივ კი „დიფ სთეითის“ მიერ სრულად კონტროლირებად თანამემამულეებს უპირისპირდება.
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თითქოს შეუძლებელი შეძლო და ამ უთანასწორო ბრძოლაში მოსახლეობის 20%-ზე მეტის მხარდაჭერა დაიმსახურა და პრაქტიკულად, მთავარ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი, რადგან „დიფ სთეითს“ გერმანიაში, ყველა სტრუქტურაში, თუ ზოგადად – იდეოლოგიაში იმდენად ღრმად აქვს ფესვი გადგმული, რომ ქვეყანაში ყველაფერს არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა განაგებს.
„ალტერნატივამ გერმანიისთვის“ ეს მოახერხა იმ გერმანიაში, რომელსაც, როგორც ვხედავთ, სუვერენიტეტი სრულად აქვს დაკარგული, სადაც ადამიანები რისკავენ სამუშაო ადგილებს, თუ ღიად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს გენდერული იდეოლოგიის, ან მასობრივი მიგრაციის საკითხებზე. ანუ, თუკი იტყვი, რომ ტრადიციულ ოჯახის მომხრე ხარ, ან თუ მასობრივ მიგრაციას ეწინააღმდეგები, სამუშაოს დაკარგავ.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

Post navigation

Previous: ზაზა შათირიშვილი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრების გარდაცვალებაზე: როგორ ჩანს, მათთან მიმართებით, „დიფ სთეითმა“ ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი – მოსყიდვა, ამ ეტაპზე არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი
Next: დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი კი პოპულარული ოპოზიციური პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიის წევრი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.