Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლატვიის პრემიერი: ევროპის ინტერესებშია, რომ საქართველო ევროკავშირისკენ წავიდეს

მარშალ პრესი 23/06/2022
კრიშიანის კარინში

დღეს უკრაინა და მოლდოვა მზად არიან კანდიდატობისთვის და ვფიქრობ, რომ საქართველოც ამ მიმართულებით უნდა წავიდეს, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინსიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ინტერესებშია, რომ საქართველო ევროკავშირისკენ წავიდეს.

„იმისათვის, რომ სახელმწიფო შეუერთდეს ევროკავშირს, საჭიროა ამ ქვეყნების პოლიტიკა შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენ ვხედავთ, უკრაინა და მოლდოვა მზად არიან წინ წასასვლელად. ვფიქრობ, ევროპის და ასევე საქართველოს ინტერესებშია, რომ საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს იმპლემენტაცია“, – განაცხადა ლატვიის პრემიერმა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საკითხის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. მსჯელობის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერლაიენი, ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები.

ევროკავშირის საბჭოში საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიში და რეკომენდაციები გაგზავნილია.

დღეს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ითხოვს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს უკრაინასა და მოლდოვას და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი გაეგზავნოთ ევროპული პერსპექტივის სახით საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

Continue Reading

Previous: რას გეგმავენ „სირცხვილია“ და გიგა მაქარაშვილი 24 ივნისს – „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ვიდეომასალა
Next: ნიკოლოზ სამხარაძე ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025