ისრაელის ქალაქ ლოდში კომენდანტის საათი გამოცხადდა

150
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ისრაელის ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ისრაელის საელჩომ ინფორმაცია გამოაქვეყნა და ისრაელში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ქ.ლოდში 20:00 სააათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა – კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში.

საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება