IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე  „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაიბარეს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. „ექსპერტიზის დასკვნით , შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული აქვს დაზიანებები, თუმცა ის “მსუბუქი ხასიათის ნიშნებს” ატარებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება