Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შუახევის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ომარ ტაკიძე: უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა სოფელში ადგილობრივებს ჰქონდეთ კეთილმოწყობილი გარემო

მარშალ პრესი 05/09/2025
541166757_1129123402615102_890209889663920006_n

უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა იმ სოფელში, რომელიც ტურისტულადაც აქტუალურია და ამავდროულად, შინაარსობრივად და მდებარეობით არის ძალიან მიმზიდველი, ადგილობრივებს ჰქონდეთ სრულყოფილი, კეთილმოწყობილი გარემო, – ამის შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ომარ ტაკიძემ განაცხადა. ომარ ტაკიძის ინიციატივებს უკავშირდება ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით პროექტები, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება. ამ მიმართულებებზე მუშაობის გაგრძელების გარდა, მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ დიდი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების ხელშეწყობას და მათ განვითარებაზე ზრუნვას. “ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით, ჩვენ არაერთი პროექტი და პროგრამა გვქონდა განხორციელებული, გვყავს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. მათი წინადადებებით ჩვენ ახალი წრეებიც დავამატეთ. ჩვენი მიზანია, ყველა სოფელში, მინიმუმ, მინი სპორტული მოედნები იყოს კეთილმოწყობილი.” – განაცხადა ომარ ტაკიძემ.

Post navigation

Previous: კორუფციასთან დიდი ბრძოლა დაიწყო – მამუკა მდინარაძისა და მისი გუნდის სუს-ში მოსვლისთანავე, დაკავებულია მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი
Next: სამი გენერალი აცხადებდა, რომ მერაბიშვილის და კეზერაშვილის ხელმძღვანელობით, სამხედროების წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული გეგმა დაიწუნეს, გადაწყვიტეს პასუხისმგებელი არა თავდაცვის ძალები, არამედ შს სამინისტრო ყოფილიყო – თეა წულუკიანი აგვისტოს ომზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.