Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაიწყო მამუკა მდინარაძემ! მხარდაჭერა და თანადგომა მას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში

მარშალ პრესი 05/09/2025
edisher gvenetadze

დაიწყო მამუკა მდინარაძემ! ხალხნო! დღეს “გაბაწრეს” ქართული მიწის უცხოელზე გამყიდველი, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სუს-ის მიერ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის დაკავების ფაქტს. ედიშერ გვენეტაძე მხარდაჭერას უცხადებს მამუკა მდინარაძეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში. “დაიწყო მამუკა მდინარაძემ! ხალხნო! დღეს გაბაწრეს ქართული მიწის უცხოელზე გამყიდველი. და იცით ვინ? ბედის ირონიით ეს ავაზაკი იმ მიწა-წყლის ვიცე-გუბერნატორი აღმოჩნდა, რომლის წარმომადგენელმა 300 არაგველმა ერთხმად, სამშობლოს ერთ დაძახებაზე, ქართული მიწის დაცვისათვის ერთი ამოსუნთქვით, ბრძოლაში შესვლის წინ მუჭით შეჭმული ქართული მიწით მიიღეს ზიარება, ისე გმირულად შეაკვდნენ მტერს, რომ არცერთი მათგანის სახელი არ ვიცით და გადაინაცვლეს უკვდავებაში ეს ნაძირალა კი, როდესაც ქვეყანა ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფება დოლარებზე ყიდის 300 არაგველის და უამრავი სხვა უსახელო ვაჟკაცის მიერ საუკუნეთა მანძილზე სისხლით გაპოხიერებულ ქართულ მიწას. ასეთების ფეხქვეშ ქართული მიწა იწვის. ყველა მათგანმა უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი. მხარდაჭერა და თანადგომა მამუკა მდინარაძეს მამულიშვილურ, ქვეყნიდ ეროვნული ინტერესების დაცვაში”,- წერს გვენეტაძე.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე მდინარაძეზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს – სუს-ის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს
Next: კორუფციასთან დიდი ბრძოლა დაიწყო – მამუკა მდინარაძისა და მისი გუნდის სუს-ში მოსვლისთანავე, დაკავებულია მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.