Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისში კანდიდატად დააყენეს „ლელოს“ თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში

მარშალ პრესი 05/09/2025
irakli kobakhidze

როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისში კანდიდატად დააყენეს „ლელოს“ თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში.

„თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. სადაც დააყენეს, იქაც ჯობდა არ დაეყენებინათ. თბილისში მაგალითად „ლელოს“ თანამშრომელია დაყენებული, ეს ადამიანი დაკავებული იყო რით – ხაზარაძე ყოველ თვე ამ ადამიანს აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში მიჰქონდა 200 ათასი ლარი ყოველ თვიურად ტელევიზიაში. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული, ახლა „ლელოს“ ეს თანამშრომელი არის დაყენებული კანდიდატად. თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ხედავთ, რომ ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია დღეს მთლიანად ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია, აიოლებს საქმეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად
Next: „ჯორჯია მეტალის“ ქარხანაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90 %-ზე მეტი ადგილობრივია, გაფართოების შემდეგ კი ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება, ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთი – ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებული, თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განვითარების ხელშეწყობაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.