Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ

მარშალ პრესი 05/09/2025
irakli kobakhidze

სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პაატა ბურჭულაძისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს ეხებოდა მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, სულისკვეთებაზე, დამოკიდებულებაზე და ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები.

„თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს, როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის საუბარი სერიოზულად აღვიქვათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. ისინი გამუდმებით, მთელი ამ წლების განმავლობაში, საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე. მერე რა, რომ არ გამოსდით, მაინც, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, მათ სულისკვეთებასა და დამოკიდებულებაზე. ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები. ბუნებრივია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას. როგორც ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას, მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ამის საშუალებას არავის მივცემდით და ვასრულებდით ამ პირობას, ასევე ვპირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“, წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის – უცხოელი აგენტებისგან შემდგარი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის დასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი
Next: ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.