Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლებმა, კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით, ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას

მარშალ პრესი 05/09/2025
irakli kobakhidze
კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით. არის 2 პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და არის 2 პარტია, რომელიც ამას ღალატად აცხადებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე, ისინი იყვნენ ერთად შეკრული საერთო მიზნების გარშემო და ახლა მათ შორის არის ტაქტიკური განხეთქილებები.
„პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლებმა. ეს პროცესები კარგია იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ, ამჯერად,  მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე, თუ არ ვცდები, ზუსტად  24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი უბრალოდ არ გვყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მიერ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით. ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა
Next: 20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოხარული ვარ, რომ პროგრამის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.