Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და იმ აქციებს საერთო არაფერი ქონდა არც უკრაინის მხარდაჭერასთან, არც დემოკრატიასთან და არც თავისუფალი სიტყვის დაცვასთან – ლუკა ძაძამია

მარშალ პრესი 05/09/2025
luka dzadzamia

რადგან უსამშობლო აგენტები არ ჩერდებიან, მოდი ვუპასუხებ: დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომლებიც ქუჩაში გამოვდიოდით და ჩვენს აზრს ამ ფორმით ვაფიქსირებდით. 19 წლის, აბსოლუტურად გამოუცდელ ასაკში, ძალიან რთულია გაუძლო სიცრუის იმ ამაზრზენ ნიაღვარს, რომელსაც მარტო ჩვენთან კი არა, მთელს მსოფლიოში თავს ახვევენ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენონ, – წერს თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ლუკა ძაძამია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მალევე მიხვდა, რომ თანატოლებთან ერთად, უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და აქციები საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ძაძამია აღნიშნავს იმასაც, რომ ბოლოდმდე დარწმუნდა, რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს “ქართული ოცნება” და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ პარტიის ლიდერები, როდესაც მსოფლიოში პირველებმა ამხილეს გლობალური ძალები სხვა ქვეყნების დამონების მცდელობაში, შესაბამისად, გადაწყვიტა, რომ ამ გუნდის წევრი გამხდარიყო. “რადგან უსამშობლო აგენტები არ ჩერდებიან, მოდი ვუპასუხებ:

“დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომლებიც ქუჩაში გამოვდიოდით და ჩვენს აზრს ამ ფორმით ვაფიქსირებდით. 19 წლის, აბსოლუტურად გამოუცდელ ასაკში, ძალიან რთულია გაუძლო სიცრუის იმ ამაზრზენ ნიაღვარს, რომელსაც მარტო ჩვენთან კი არა, მთელს მსოფლიოში თავს ახვევენ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენონ.

დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და იმ აქციებს საერთო არაფერი ჰქონდა არც უკრაინის მხარდაჭერასთან, არც დემოკრატიასთან და არც თავისუფალი სიტყვის დაცვასთან.

ბოლოს ყველანი მივხვდით, რომ ის აქციები საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციები იყო. ბოლოს მხოლოდ ის ხალხი დარჩა, რომლებიც კონკრეტული აგენტურული ორგანიზაციებისგან ხელფასს იღებენ იქ დგომაში და ერთიდაიგივე ორასამდე ადამიანი, როტაციის პრინციპით, დადიან როგორც სამსახურში და ნახევარი საათით კეტავენ რუსთაველს.

მე კი, უამრავი ჩემი თანატოლის მსგავსად, განსაკუთრებით მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამოდინარე, ბოლოდმდე დავრწმუნდი, რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს ქართული ოცნება და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ პარტიის ლიდერები, როდესაც მსოფლიოში პირველებმა ამხილეს გლობალური ძალები სხვა ქვეყნების დამონების მცდელობაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ვყოფილიყავი ქართული ოცნების, როგორც ყველაზე გაბედული, ამაყი და ეროვნული გუნდის წევრი და მადლობა მის თითოეულ ლიდერს იმისთვის, რომ მომცეს საკუთავი თავის რეალიზებისა და მათი გუნდის წევრობის საშუალება!” – წერს ლუკა ძაძამია სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: იმ ბეწვის ხიდზე, რომელზედაც დღეს საქართველო გადის, ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალება ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ პოლიტტექნოლოგიური და გარკვეულწილად მორალური თვალსაზრისითაც
Next: პრეზიდენტის ეს სამართლებრივი ჟესტი არის გზავნილი, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი უპირატესია, პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და შეწყალების აქტი ოპოზიციისთვის მიცემული კიდევ ერთი შესაძლებლობაა, სცადონ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.