Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აქციის მონაწილემ ამაყად გამოგვძახა – კიბო გაქვს, მაინც მოკვდებიო. ოჯახი არ მეგულება, ეს საშინელი სენი მცირედით მაინც რომ არ შეხებია და რამხელა ბოროტებაა, ყველა ამ ადამიანს სულში ჩააფურთხო და მათაც, ვინც ამ ბრძოლას ახლა გადის, გამოჯანმრთელების იმედი გადაუწურო

მარშალ პრესი 04/09/2025
nino tsilosani cilosani

მთელი დღე იმ კომენტარზე ვფიქრობ, აქციის მონაწილემ ამაყად რომ გამოგვძახა – კიბო გაქვს მაინც მოკვდებიო .. მთელი დღე ის ემოცია მახსენდება რა მძიმეა, როცა შენი უსაყვარლესი ადამიანი ამ ბრძოლას გადის. თუმცა, ისიც მახსენდება რომ დავამარცხეთ კიბო და მჯერა, რომ ყველაფერი ცუდი ასევე დამარცხდება, – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, აქციის მონაწილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ სიტყვებზე.

ნინო წილოსანის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მიერ წარმოთქმული ფრაზა, ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება, ეს ყველა იმ ონკოპაციენტს ეხება, ვინც დაავადებასთან ბრძოლას ახლა გადის.

„მთელი დღე იმ კომენტარზე ვფიქრობ, აქციის მონაწილემ ამაყად რომ გამოგვძახა – კიბო გაქვს მაინც მოკვდებიო ..
მთელი დღე ის ემოცია მახსენდება რა მძიმეა, როცა შენი უსაყვარლესი ადამიანი ამ ბრძოლას გადის. თუმცა, ისიც მახსენდება რომ დავამარცხეთ კიბო და მჯერა, რომ ყველაფერი ცუდი ასევე დამარცხდება

ოჯახი არ მეგულება, ეს საშინელი სენი მცირედით მაინც რომ არ შეხებია და რამხელა ბოროტებაა, ყველა ამ ადამიანს სულში ჩააფურთხო , მათ ტკივილს მარილი დააყარო და მათაც ვინც ამ ბრძოლას ახლა გადის, გამოჯანმრთელების იმედი გადაუწურო. ფაქტია, ამ ერთ წინადადებაშია გადმოცემული თქვენი სახე“,- წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა
Next: ბექა ოდიშარიას მიმართ ოპოზიციონერის უკადრებელი ფრაზა კარგად ხსნის ორ ჭეშმარიტებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.