Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპმა, ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინაში ომი ამერიკისთვის მომგებიანი გახადა

მარშალ პრესი 04/09/2025
mattew whitaker

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა, განაცხადა, რომ ტრამპმა, ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინაში ომი ამერიკისთვის მომგებიანი გახადა. ამის შესახებ ელჩმა “ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში ისაუბრა. უიტაკერის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ უკრაინის ომისთვის, ახლა კი, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან, არამედ, ევროპელი მოკავშირეები და კანადა, ამერიკულ იარაღს ყიდულობენ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. „კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ბაიდენი თანამდებობაზე იყო, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ უკრაინის ომისთვის და არ არსებობდა იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმებები. ახლა, პრეზიდენტ ტრამპის დროს, ჩვენ არა მხოლოდ პუტინს ვესაუბრებით, ბაიდენისგან განსხვავებით, არამედ, ევროპელი მოკავშირეები, კანადასთან ერთად, ყიდულობენ ამერიკულ იარაღს ომისთვის, ქმნიან სამუშაო ადგილებს აშშ-ში. ეს კარგია ამერიკისთვის, კარგია ევროპისთვის და ცხადია, კარგია უკრაინისთვის, რადგან მათ შეუძლიათ გააგრძელონ საკუთარი თავის დაცვა“. – განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.

Post navigation

Previous: გუშინ ვიხილეთ “ნაცი ორკების” თავყრილობა, ეს არის ზუსტად ის სახე, რაც “ნაცობას”, როგორც იდეოლოგიას აქვს – “ნაცობა” არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა დაიცალო ადამიანური ღირებულებებისგან
Next: თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.