Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი, ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას

მარშალ პრესი 04/09/2025
irakli kobakhidze6

ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი, ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ლევან ხარაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ლევან ხარაბაძე იყო გუბერნატორი ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მხარეში და ის არის ღირსეული ადამიანი.

„ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი. ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე შიდა ქართლის მხარეში. ის არის ძალიან ღირსეული კაცი. რაც შეეხება „ნაცებს“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ, ანუ თქვენი ტელევიზიისკენ. ის შეიძლება იყო პოლიციის ხელმძღვანელი და უამრავი ადამიანი ემსახურებოდა პოლიციის სისტემას თავის დროზე, მაგრამ რაც შეეხება „ნაცობას“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ. თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ახლაც ცუდ საქმეებს აკეთებთ. პოლიციაში მაშინაც მუშაობდა 25 000 კაცი. ამ 25 000 კაციდან 20 000 იყო ღირსეული ადამიანი და ლევანი არის ღირსეული კაცი. რაც შეეხება უღირს „ნაცებს“, ისინი წარმოდგენილები არიან ჭარბად თქვენს ტელევიზიაში. ეს არის თქვენს მიერ დამკვიდრებული სისხლიანი სისტემა და თქვენ დღემდე ემსახურებით „ნაცებს“, ამიტომ, „ნაცებზე“ კითხვას ნუ დასვამთ. „ნაცებით“ არის დაკომპლექტებული თქვენი ტელევიზია“, – განუცხადა პრემიერმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

Post navigation

Previous: ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი
Next: თუ არ გავაუქმებთ კანონებს, სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთების აკრძალვაზე, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, გამჭვირვალობაზე შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ეს არის სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.