Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმედი მაქვს, პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი იმის მანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ, რომ არანაირი “დიპ სტეიტთან” მებრძოლი ტრამპი არ არსებობს

მარშალ პრესი 04/09/2025
zaza shatirishvili5

ახლა რაც შეეხება პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილს, რომელიც თავში ვახსენე – მე იმედი მაქვს, რომ ეს წერილი, რომელშიც სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული წყენა, იმის მანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ პროცესების სინამდვილეს და აცნობიერებენ იმას, რომ არანაირი “დიპ სტეიტთან” მებრძოლი ტრამპი არ არსებობს. ის უზარმაზარი ვაკუუმი, რაც აშშ – მ ხელოვნურად შექმნა საქართველოსთან ურთიერთობაში და რაზეც ბატონი ყაველაშვილი მიანიშნებს, სწორედ რომ ამის დასტურია, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, ტრამპი, ანუ „დიპ სტეიტი“ არჩქარობს და სურს, რომ მის მიერ არაკონტროლირებადი საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად დაასუსტოს, რათა მაგიდასთან ქვეყანა მაქსიმალურად „გალახული“ იჯდეს.

„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წერს ტრამპს – “თუ მთელი მსოფლიო დაალაგეთ, როგორც ამბობთ, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება რა გაგიხდათო” – სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ტრამპი, ანუ “დიპ სტეიტი” არ ჩქარობს, მას უნდა, რომ ნაბიჯის გადადგმამდე მაქსიმალურად დაასუსტოს, პრობლემები შეუქმნას მის მიერ არაკონტროლირებად საქართველოს მთავრობას და როდესაც საუბრის დრო მოვა, მათ სურთ რომ მაგიდასთან საქართველო მაქსიმალურად “გალახული” იჯდეს. ამიტომ, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ბევრი და მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი “დიპ სტეიტის” მართული ევროკავშირისგან, და არა მხოლოდ. ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მიმართულებით!
მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ არსებული ვაკუუმის, ხოლო მეორე მხრივ “დიპ სტეიტის” რებრენდინგის პროცესი და ვადები ხელისუფლებამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს, მაქსიმალურად გაიძლიეროს პოზიციები ქვეყანაში და საბოლოოდ ჩახსნას პოლიტიკური პროცესიდან კრიმინალების ბანდა, რასაც დღეს “ოპოზიცია” ეწოდება. შედეგად კი, როდესაც “ლაპარაკის დრო” დადგება, ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ ოპონენტთან არათუ სუსტად, არამედ მტკიცედ და მყარად წარსდგება.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

Post navigation

Previous: ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც “დიპ სტეიტის” ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ს გაწმენდა ჰქვია, ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან, ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს
Next: ოლიგარქიული ოჯახების მთელი ენერგია ახლა მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკა გაწმინდონ “დიპ სტეიტის” ნამოქმედარისგან, მოახდინონ მისი რებრენდინგი და ძველი, აპრობირებული მეთოდები მთლიანად ევროპაში ჩატოვონ, ასე აიხსნება ის კონტრასტი NGO-ების მიმართ, რაც აშშ-სა და ევროპას შორის არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.