Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაპყრობის ახალი იარაღი შემდეგში მდგომაროებს: ხალხმა არ იცის, რომ დაპრყობილია – მონოპოლიზებული მედიის, ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში, “დიპ სტეიტს” ამგავრი ქმედება არ უჭირს და ერთ მარიონეტს მეორეთი მარტივად ანაცვლებს

მარშალ პრესი 04/09/2025
shatirishvili

როდესაც მოიყვანენ მათთვის სასურველ, თითქოსდა ხალხის არჩეულ მთავრობას, რა თქმა უნდა, იგი არა ხალხს, არამედ „დიპ სტეიტს“ ემსახურება. სწორედ ესაა სახელმწიფოების დაპყრობის უახლესი მეთოდი, რომელიც რამდენიმე ოლიგარქიულმა ოჯახმა შეიმუშავა (თუ ვინ არიან ოჯახები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ), – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია საუბარი.

როგორც ის აღნიშნავს, ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებული ახალი, უნივერსალური მეთოდის თანახმად, ხალხმა არ იცის, რომ დაპყრობილია, ვინაიდან, მონოპოლიზებული მედია, ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტი „დიპ სტეიტს“ უადვილებს ერთი მარიონეტის მეორეთი ჩანაცვლებას.

„დაპყრობის ეს ახალი, უნივერსალური იარაღი შემდეგში მდგომაროებს: ხალხმა არ იცის, რომ დაპრყობილია. მონოპოლიზებული მედიის, მოქრთამული და ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში, “დიპ სტეიტს” ამგავრი ქმედება არ უჭირს და ერთ მარიონეტს მეორეთი მარტივად ანაცვლებს. რეალურად კი არაფერი იცვლება. ამის საუკეთესო მაგალითია დიდი ბრიტანეთი, სადაც ბოლო წლებში ოთხჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი: ბორის ჯონსონი, ლიზ ტრასი, რიში სუნაკი და კირ სტარმერი – ერთი შეხედვით, ოთხი განსხვავებული პოლიტიკოსი, თუმცა კი, ყველა მათგანი „დიპ სტეიტის“ გავლენის ქვეშ მყოფი.
ბრიტანეთის მსგავს, სუვერენიტეტდაკარგულ ქვეყნებში, როგორებიც ევროკავშირში 90%-ს წარმოადგენენ, არსებულ ვითარებას მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს დოსტოევსკის ცნობილი ციტატა: “საუკეთესო გზა, რათა პატიმარს გაქცევა არასოდეს მოუდნეს – მან არ უნდა იფიქროს, რომ ციხეშია.“,“ – აღნიშნულია შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

Post navigation

Previous: როდესაც აშშ-ში ღიად ამხელენ და აკრიტიკებენ კორუმპირებულ NGO ორგანიზაციებს, კონტრასტია ევროპაში ამ კუთხით – ფაქტობრივად, ევროპამ უთხრა საქართველოს მთავრობას, როგორ გაბედეთ და შეეხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლის ხელით რევოლუციებს გიწყობთო
Next: „დიპ სტეიტს“ სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარი გეგმების შესრულებაში ეხმარება პოლიტიკოსთა ჯგუფი, ვისაც აგენტურას ვუწოდებთ, თუმცა, ამ პროცესებში, აგენტების გარდა, მონაწილეობს მასა, რომელიც „სასარგებლო იდიოტებისგან” შედგება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.