Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოლიგარქიული ოჯახები, საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირებენ მათ მიერ არაკონტროლირებად, არასასურველ მთავრობებს, ხალხის ხელითვე ამხობენ მათ და შემდეგ ამ ყველაფერს რევოლუციებად, “დემოკრატიის” გამარჯვებად ასაღებენ

მარშალ პრესი 04/09/2025
zaza shatirishvili4

ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელშიც „დიპ სტეიტის“ მიერ სახელმწიფოების დაპყრობის ახალ მეთოდსა და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის ფასადს მიღმა დამალული ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობს.

შათირიშვილის განცხადებით, დაბნეული და სიცრუით გაბრუებული ადამიანი უმთავრესი იარაღია „დიპ სტეიტის“ ხელში, ვინაიდან, სწორედ ამგვარ მოქალაქეებს უპირისპირებენ ოლიგარქიული ოჯახები არასასურველ მთავრობებს და მათ დამხობას დემოკრატიის გამარჯვებად ასაღებენ.

„საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილმა დონალდ ტრამპის მიმართ, პარალელურად კი, ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს საზოგადოებას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის ფასადს მიღმა დამალული ინფორმაციის მიწოდება, რადგან სიმართლით აღჭურვილი მოქალაქე ძლიერი სახელმწიფოს საკვანძო რგოლია სიმშვიდის და სტაბილურობის ჯაჭვში, ხოლო პირიქით – დაბნეული და სიცრუით გაბრუებული ადამიანი უმთავრესი იარაღია “დიპ სტეიტის” ხელში. ოლიგარქიული ოჯახები, მათივე ხელწერის თანახმად, სწორედ საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირებენ მათ მიერ არაკონტროლირებად, არასასურველ მთავრობებს, ხალხის ხელითვე ამხობენ მათ და შემდეგ ამ ყველაფერს რევოლუციებად, “დემოკრატიის” გამარჯვებად ასაღებენ.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

 

Post navigation

Previous: „დიპ სტეიტს“ სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარი გეგმების შესრულებაში ეხმარება პოლიტიკოსთა ჯგუფი, ვისაც აგენტურას ვუწოდებთ, თუმცა, ამ პროცესებში, აგენტების გარდა, მონაწილეობს მასა, რომელიც „სასარგებლო იდიოტებისგან” შედგება
Next: ღია ვართ ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ყველასთან, სტრატეგიულად კი, ჩვენი გეზი ევროპული ინტეგრაციისკენ არის მიმართული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.