Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ზამურ ჭითანავა, ბოლნისისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა

მარშალ პრესი 03/09/2025
541742881_777323591373613_532399194068622043_n

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, სოფელ ბოლნისისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა.

ჭითანავას განცხადებით, სურს იყოს მერი, რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით იდგება, ვინაიდან სწორედ მათ იციან მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების შესახებ.

„მოსახლეობას არ ვხვდები მხოლოდ სიტყვებისთვის და არც იმიტომ, რომ არჩევნებია. მათთან მივდივარ იმისთვის, რომ პირადად მოვისმინო, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ და რა მოლოდინები აქვთ.
ყველაზე კარგად სწორედ თქვენ იცით, რა არის საჭირო სოფლებში. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, რათა არსებული გამოწვევები დავძლიოთ,” – განუცხადა ადგილობრივებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა.

ზამურ ჭითანავამ ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით ბოლნისში უკვე განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, თუმცა, აღნიშნა, რომ კვლავ არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
Next: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ჯუმბერ იზორია: ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გავხდე ჩხოროწყუს რჩეული ხალხის რჩეული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.