Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე სხვა, ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი

მარშალ პრესი 03/09/2025
mamka mdinaradze3

ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ, გასაგებია, რომ გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე, სხვა ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი. ეს გვესმის, ისტერიკაც გვესმის და ამ ისტერიკას ჩვენ, ჩემი აზრით, არ უნდა ავყვეთ, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ადამიანები უცხო ქვეყნის შესაბამის სამსახურებს მოემსახურებიან საქართველოს საწინააღმდეგოდ და ისინი ჭორების გავრცელებით იქნებიან დაკავებულნი, მათი გაშიფვრა საზოგადოების მიერ მაინც მოხდება. „სერიოზული კომენტარები გაშიფრული აგენტების კომენტარებზე და მონაჭორებზე არ უნდა ვაკეთოთ და თუკი ეს აგენტი იქნება, თუ სხვა ადამიანი არა აქვს ამას მნიშვნელობა. მე აგენტებსაც კი შემიძლია დღეს დაპირება მივცე, რომ ისინი არ გაიშიფრებიან, თუ შესაბამის სამსახურებს მოემსახურებიან, მაგრამ თუკი კონკრეტულ ადამიანებს მოემსახურებინა, თან მითუმეტეს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო ჭორების გავრცელებით იქნებიან დაკავებულები, ისინი ისედაც გაშიფრულები იქნებიან საზოგადოების მიერ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური, თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ
Next: ტრამპის მიერ, საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული დაპირებები პოზიტიურ მოლოდინებს აჩენდა არა მარტო ამერიკის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში და მათ შორის ქართველ ხალხში – სამწუხაროდ, მყვირალა განცხადებების მიღმა არანაირი კონკრეტული შედეგი არ დამდგარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.