Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება. ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის

მარშალ პრესი 03/09/2025
mamuka mdinaradze

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კორუფცია და მასთან ბრძოლა არის და იქნება განსაკუთრებული პრიორიტეტი. როგორც მან აღნიშნა, კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება და ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის. „მე მინდა იცოდეთ ერთი რამ, რომ კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელი პარტიის, ჩვენი თუ სხვა პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, კორუფცია და მასთან ბრძოლა არის და იქნება პრიორიტეტი, განსაკუთრებული პრიორიტეტი. ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება და ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: საინტერესოა, რა პასუხი ექნებათ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს პროკურატურის კითხვებზე და რით გაიმართლებენ თავს
Next: ცესკო და სახალხო დამცველი ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.