Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ, “რესპუბლიკელებმა” მოიშორეს კონკურენტი – ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ

მარშალ პრესი 03/09/2025
ana tsitlidze

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, გადაცემაში “პოზიცია”, გაიხსენა 2015 წელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იკავებდა, მისი მოკავშირეებიდან თუ ვის უხაროდა ეს ამბავი ყველაზე მეტად. წითლიძის განცხადებით, თინა ხიდაშელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ამბავი “გიჟივით უხაროდა”, რამდენადაც შემდეგ მან დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი.

“2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ თინა ხიდაშელი გიჟივით მინისტრი გახდა. “რესპუბლიკელებმა” მაშინ მოიშორეს კონკურენტი. შიგნით მოკავშირეები მაინც ალასანია და “რესპიბლიკელები” იყვნენ, როგორც ორი პროევროპული. ალასანია გამოვიდა და თქვა, რომ იცვლება ქვეყნის კურსი და მივდივარო. ალასანია წავიდა, ყველაზე პროევროპელი ტიპი, რომელიც ამერიკულ კადრად ითვლებოდა, ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ. დოლიძე წაიყვანა მერე მოადგილედ, იქ ხომ კურიოზებია მერე. ჯარი ყვებოდა, რომ მოვიდნენ ჩვენთან აზრზე არ იყვნენ რა ხდებოდა ჯარშიო, დადიოდა დოლიძე ლეპტოპით და wifi-ის ეძებდა სანგარში ვისხედით სადღაცო”,- აცხადებს ანა წითლიძე.

Post navigation

Previous: გზამკვლევიც კი შეგვიძლია შევადგინოთ, სადაც დროსა და სივრცეში იქნება გაწერილი ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა და ამერიკულმა მხარემ უნდა გადადგას, რომ ორივე ქვეყნის ინტერესი იყოს გათვალისწინებული
Next: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.