Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ოპოზიციის ყველა ლიდერი მამაკაცი ციხეშია, ბრემენელი მუსიკოსის გარდა – ის (გახარია) მოწმედაც კი არ დაუბარებიათ – ანა დოლიძე

მარშალ პრესი 02/09/2025
ana dolidze

დღეს ოპოზიციის ყველა ლიდერი მამაკაცი ციხეშია, ბრემენელი მუსიკოსის გარდა , – აცხადებს პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე. ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად მისცა შესაძლებლობა დაეტოვებინა ქვეყანა. „ჩემი აზრით, მან ის გაცვლა შემდეგში: მოგეხსენებათ, რომ დღეს ყველა ოპოზიციის ლიდერი მამაკაცი ციხეშია, მის გარდა, ბრემენელი მუსიკოსის გარდა. მას ჩააბარეს კომისიაზე გამოცხადების უწყება, თუმცა მისცეს დრო, რომ დაეტოვებინა ქვეყანა.

ანუ, თუ მისი დაკავება უნდოდათ, მითუმეტეს, ჩორჩანას ინციდენტის გამო, საზღვარი რომ გადაკვეთა მაშინ რა ვერ გაიგეს ქვეყნიდან რომ გადიოდა?! არ არსებობს ეგეთი რამ, ის დაიბარეს კომისიაზე და შემდეგ ერთ კვირიანი ვადა მისცეს გამოცხადებამდე, რის განმავლობაშიც მან ქვეყანა დატოვა. პარალელურად გემახსოვრებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ჩორჩანას ინციდენტზე, მაგრამ არაფერი გვსმენია, თუ როგორ გაგრძელდა ეს გამოძიება. ასე ათასობით შემოდებული საქმე გვინახავს, რატომ? – ის მოწმედაც კი არ დაუბარებიათ, რატომ არ დაუბარებიათ, იმიტომ რომ, ადამიანს მოწმედ რომ დაიბარებ და ის არ გამოცხადდება უცხოეთიდან, მერე უკვე ეს პასუხისმგებლობის საკითხია, მოწმედ დაბარება ასევე პასუხისმგებლობას და არ გამოცხადება პასუხისმგებლობას ნიშნავს, მოწმედაც კი არ დაიბარეს, არა თუ ბრალი წაუყენეს ჩორჩანაზე. უბრალოდ ანიშნეს, შენს თემაზე გამოძიება მიმდინარეობს და ეს არის პატარა ფანჯარა, რომლისთვისაც მას შეუძლია თავისუფლად ქვეყანა დატოვოს და იმ სიცხეში გავარვარებულ საკანში არ იჯდეს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

Post navigation

Previous: თვეების განმავლობაში ვიხსენებდით ყველა იმ დანაშაულს, რომელსაც ეს რეჟიმი სჩადიოდა და დღესაც მომსწრენი ვართ, თუ როგორ უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას უკვე ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა“
Next: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მუსიკოსის მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.