Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე არასამთავრობოების წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებაზე – ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე და ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება

მარშალ პრესი 01/09/2025
irakli kobakhidze

არასამთავრობოების წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარება არ არის ჩემი საქმე, ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე და ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ენჯეოების“ წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის უცნობია, სადამდე მივა გამოძიება.„მესამე სექტორი“ რას ნიშნავს – ვერავინ ახსნის ამას, ეს არის სრული ფარსი, ან „სამოქალაქო საზოგადოება“ რას ნიშნავს – ამასაც ვერავინ ახსნის.

თუ „სამოქალაქო საზოგადოება“ არის „ენჯეოები“, მაშინ გამოდის, რომ ყველა დანარჩენი, სულ ყველა ვართ არასამოქალაქო საზოგადოება, პროფესორი, რომელიც ასწავლის უნივერსიტეტში, არის არასამოქალაქო საზოგადოება, საოცრებაა. ეს ყველაფერი არის „დიფ სთეითისგან“ თავს მოხვეული უბედურება, არავითარი „სამოქალაქო საზოგადოება“, არავითარი „მესამე სექტორი“ „ენჯეოები“ არ არიან. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე, სადამდე მივა გამოძიება, ეს მე არ ვიცი, ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, რათა საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს
Next: გიორგი გახარიამ ყველაზე რთულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოება დარტყმის ქვეშ დააყენა და საქართველოს უღალატა, ახლა კი საკუთარი პარტია და ამომრჩეველიც მიატოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.