Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით რაც გავიგონეთ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, არის სრული სიყალბე, იმიტომ, რომ სამიტის წევრი, დამკვირვებელი ან დიალოგში მყოფი ქვეყანა უნდა იყო, როგორიც სომხეთი, აზრებაიჯანი და კიდევ 12 სახელმწიფოა

მარშალ პრესი 01/09/2025
giorgi volski

ეს, რაც გავიგონეთ ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის თუ ოპონენტების მხრიდან, არის სრული თაღლითობა, სიყალბე და სამარცხვინო განცხადება, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ოპონენტების განცხადებები ჩინეთში გამართულ შანხაის სამიტზე საქართველოს ხელისუფლების არყოფნასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, სამიტს ესწრებიან წევრი, დამკვირვებელი ან დიალოგში მყოფი ქვეყნები, როგორებიც მაგალითად, სომხეთი და აზრებაიჯანი არიან. ვოლსკის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საკუთარი ქვეყნის მტრები პოლიტიკური მიზნებისთვის ამ თემასაც იყენებენ.

“ჯერ ერთი, ორგანიზაციის წევრი უნდა იყო. ან წევრი უნდა იყო, ან დამკვირვებელი უნდა იყო, ან დიალოგში მყოფი ქვეყანა, როგორიც, ვთქვათ, სომხეთი და აზერბაიჯანია. მათ გარდა კიდევ 12 სახელმწიფოა ასეთი. საკუთარი ქვეყნის მტერს შეუძლია, რომ ეს თემაც გამოიყენოს ასეთი თაღლითური, პოლიტიკური მიზნისთვის, თუმცა არ გვიკვირს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: ამ ღია წერილს ის მაინც მოყვეს, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება გადაიხედოს
Next: ეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაა, იქ არიან ქვეყნები, რომლებსაც განცხადებული აქვთ, რომ უნდათ ამ ორგანიზაციის წევრობა, ბუნებრივია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ვერ იქნებოდა მიწვეული – ირაკლი ქადაგიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.