Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც

მარშალ პრესი 01/09/2025
levan nikoleishvili

ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. სამწუხაროდ, მიუხედავად ტრამპის მიერ გაცხადებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღირებულებითი თანხვედრისა, კვლავ პასიურ მდგომარეობაშია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები,- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილის თქმით, სუფთა ფურცლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენა ქართული სახელმწიფოს გულწრფელობისა და ღირსეული მეგობრობის სურვილის ნიშანია.

„ ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დროულიცაა და აუცილებელიც. სამწუხაროდ, მიუხედავად ტრამპის მიერ გაცხადებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღირებულებითი თანხვედრისა, კვლავ პასიურ მდგომარეობაშია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ყოველივე ეს კი, ერთმხრივ სრულიად სამართლიან გაკვირვებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი „დიფ სთეითს“ აძლევს საშუალებას თავის საცეცებისა და მხარდამჭერების საშუალებით არათუ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას მიყენოს ზარალი. საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის შეთავაზება, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენის ახალი ფაზა, მეტყველებს ჩვენი მხრიდან გულწრფელობაზე და ამერიკელებთან ხანგძლივი, პარტნიორული და ღირსეული მეგობრობის კეთილშობილურ სურვილზე“,-წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას – გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.