Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიების სამზადისს გაეცნო

მარშალ პრესი 31/08/2025
Capture

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მოადგილე გიორგი შარაბიძესთან და ცესკოს სპიკერთან ნათია იოსელიანთან ერთად თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდინარე საქმიანობებს და მზადების პროცესს გაეცნო. 

გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის სრულ შემადგენლობასთან. ცესკოს თავმჯდომარე დეტალურად გაეცნო პროცესებს, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხორციელდება. ისაუბრეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პროფესიული გადამზადების პროცესზე და განიხილეს სწავლების ეტაპები, რაც საუბნო კომისიების წევრების სრულ მზადყოფნას უზრუნველყოფს როგორც სამართლებრივ, ისე ტექნოლოგიურ დონეზე, იმისათვის, რომ თითოეული მათგანი მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებზე კვალიფიციურად მოემსახუროს ამომრჩეველს. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საოლქო საარჩევნო კომისიების მნიშვნელობაზე და მათ როლზე არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ამომრჩეველთა ინფორმირებასთან დაკავშირებით განხორციელებული და განსახორციელებელი აქტივობები და ყურადღება გაამახვილეს ამომრჩეველთა ინფორმირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.  

თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, სპიკერთან ნათია იოსელიანთან ერთად თელავში საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლების მეოთხე ეტაპს გაეცნო, რაც კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით წარმართვას მოიცავს. სწავლების მონაწილეებთან გიორგი შარაბიძემ ტრენინგების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესების ზუსტად და ზედმიწევნით წარმართვის აუცილებლობას, რაც ჯამში მაღალპროფესიულ სტანდარტს უზრუნველყოფს. 

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად გაეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის.

Post navigation

Previous: მტკიცება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ვერ მოიგო, არადამაჯერებელია. პარტიამ არაერთხელ მოიგო არჩევნები და სანამ დასავლურ პრეფერენციებთან უთანხმოება არ აღმოაჩნდა, არ არსებობდა მტკიცება, რომ ეს გამარჯვებები არალეგიტიმური იყო – პოლ გრენიერი
Next: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.