Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს იმ ეპოქის დასასრულია – როდესაც გლობალიზმი ჰუმანიტარული მისიებითა და ლიბერალური ღირებულებებით იყო შენიღბული

მარშალ პრესი 30/08/2025
david kartvelishvili

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი USAID-ის დახურვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. “USAID ათწლეულების განმავლობაში უბრალოდ „დახმარების სააგენტოს“ კი არა, აშშ-ის გავლენის გლობალური არქიტექტურის ძირითად ელემენტს წარმოადგენდა”- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ USAID-ის დახურვა არა “რბილის ძალის” დემონტაჟი, არამედ მისი ტრანსფორმაციაა და ახლა ტრადიციული დიპლომატია მონაცემთა მანიპულირებითა და ციფრულ კონტროლით ჩანაცვლდა, თუმცა შინაარსი იგივე დარჩა. “აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ოფიციალურად იხურება.

სტრუქტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში „რბილი ძალის“ ინსტრუმენტს წარმოადგენდა, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლიკვიდაციის პროცესში იყო. აშშ-ს პრეზიდენტმა თავიდანვე დაიწყო საგარეო დახმარების ხარჯების თითქმის 5 მილიარდი დოლარით შემცირება, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და რიგი სამშვიდობო მისიების პროგრამების. USAID ათწლეულების განმავლობაში უბრალოდ „დახმარების სააგენტოს“ კი არა, აშშ-ის გავლენის გლობალური არქიტექტურის ძირითად ელემენტს წარმოადგენდა: არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტებიდან და მულტიკულტურალიზმის ხელშეწყობიდან დაწყებული, მართული კრიზისების შექმნითა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკის „გადატვირთვით“ დამთავრებული. მაგრამ ინსტრუმენტი გაიცვითა და მოძველდა:

მიგრაციული კრიზისისა და რიგ რეგიონში მასშტაბური დესტაბილიზაციის შემდეგ, მისი ეფექტურობა მკვეთრად შემცირდა. თუმცა, ამჟამად საქმე არ ეხება „რბილი ძალის“ იდეის დემონტაჟს, არამედ მისი ფორმის შეცვლას. USAID-ის ზოგიერთი თანამშრომელი უკვე გადავიდა Palantir-ის სახელწოდების მქონე ახალ სტრუქტურებში, ილონ მასკის პროექტებსა და BigTech სექტორის სხვა ორგანიზაციებში. გლობალური პროცესების მართვა ტრადიციული დიპლომატიიდან – მონაცემთა მანიპულირებაზე, ციფრულ კონტროლსა და ხელოვნური ინტელექტის განუსაზღვრელ შესაძლებლობაზე გადადის. USAID-ის დახურვა სოროსის იმპერიის კრიზისთან და ძველი არასამთავრობო ორგანიზაციების ტრანსფორმაციასთან ერთ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ეს იმ ეპოქის დასასრულია – როდესაც გლობალიზმი ჰუმანიტარული მისიებითა და ლიბერალური ღირებულებებით იყო შენიღბული. ეს ერა მოკვდა და მას ახალი ერა ანაცვლებს: ტექნიკური საინფორმაციო მონაცემების ბანკი, ციფრული კორპორაციები და კერძო პლატფორმები, რომლებიც ახლა პირდაპირ მართავენ საზოგადოებებს. ფორმაა ტრანსფორმირებული – თორემ შინაარსი იგივე რჩება,-” წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: დანია აშშ-სგან უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ყიდულობს
Next: გერმანიაში უმუშევრობის რაოდენობამ ათწლეულის განმავლობაში პირველად 3 მილიონს გადააჭარბა – გამოცემა “როიტერი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.