Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

გორის მერობის კანდიდატმა კონსტანტინე ბუზალაძემ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი კოტეჯი გადასცა

მარშალ პრესი 28/08/2025
539939212_2718465865211407_1581918812002080873_n

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, ლია ჩხიკვაძის ოჯახს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ახალი საცხოვრებელი კოტეჯი გადასცა. ოჯახი დღეიდან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეძლებს. ბუზალაძემ, რომელიც ამავდროულად მერის მოვალეობის შემსრულებელიცაა, აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ოთხ ოჯახს უზრუნველყოფს ახალი საცხოვრებლით.

“მარიამობის დღესასწაული მივულოცეთ ლია ჩხიკვაძის ოჯახს და გადავეცით ახალი საცხოვრისი. მას და მის მცირეწლოვან შვილებს შესაძლებლობა აქვთ დღიდან გადავიდნენ კოტეჯში და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. ბედნიერი ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა და ქალბატონ ლიას და მის შვილებს ოცნება აუხდათ. ძალიან ემოციური დღეა, შთამბეჭდავია ამ ბავშვების გაბრწყინებული თვალების ყურება და მიხარია, რომ მათი ემოციების მოზიარე გავხდი. ქალბატონ ლიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და გორის მერია ამ მიმართულებითაც ეხმარება. მიმდინარე წელს კიდევ 4 ოჯახს გავახარებთ. ამ დრომდე ახალი საცხოვრისით გორის მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია 30-მდე უსახლკარო ოჯახი.” – განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ. ამ დრომდე ახალი საცხოვრისით გორის მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია 30-მდე უსახლკარო ოჯახი. პროექტი ითვალისწინებს უსახლკარო ან ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების საკუთარ მიწაზე ახალი კოტეჯის მშენებლობას.

Post navigation

Previous: იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის
Next: თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდა ამ “რვიანს”, რომლის შექმნის მთავარი არსი ლაკას ერთდღიანი შიმშილობის “გაპრავება” იყო. იქ, სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა, დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.