Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენთვის გასაკვირია აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ – მინიმალურ მადლიერებას ველოდით და ჯერჯერობით აბსოლუტური დუმილია, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს გუნდში

მარშალ პრესი 28/08/2025
levan machavariani

ეს არის მორიგი აღიარება, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე თითქმის 4 წლის განმავლობაში. USAID-თან მიმართებით ყველაფერი აშკარაა და ამაზე ტრამპის ადმინისტრაციაც ღიად საუბრობს და ქალბატონმა პაუერმაც ეს ყველაფერი დაადასტურა, – ასე შეაფასა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა USAID-ს ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადება, რომ ორგანიზაციამ ათობით მილიონი დოლარი დახარჯა უკრაინასა და მოლდოვაში. მაჭავარიანის განცხადებით, იმ ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია ამაზე საუბრობს და დონალდ ტრამპის პოლიტიკურ ხედვებთან აბსოლუტური თანხვედრა აქვს ყველა საკითხში, გასაკვირია აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით.

მისი თქმით, მინიმალური მადლიერების ნაცვლად მიღებული დუმილი, მმართველ გუნდში ლოგიკურ კითხვებს აჩენს. “პაუერმა დაადასტურა, რომ მათი დაფინანსებული “ენჯეოები” ერთი მხრივ, სხვადასხვა ქვეყნებში მათთვის მისაღები მთავრობების მიერ ხელისუფლების შენარჩუნებაში იყვნენ ჩართულები – ისეთი მთავრობების, რომლებიც ემსახურება “დიფ სტეიტს” და მეორე მხრივ, ისეთი მთავრობების ხელისუფლებიდან ჩამოშორებით იყვნენ დაკავებულები, რომლებიც არ ემსახურებიან “დიფ სტეიტის” ინტერესებს. საქართველოს მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, ამ შემთხვევაში, ისეთ მთავრობებზეა საუბარი, რომელიც ეროვნულია, ზრუნავს ქვეყნის სუვერენიტეტზე და გამოდის ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან. ამასთან დაკავშირებითაც, ძალიან რელევანტურია ის გამოძიება, რაც პროკურატურაშია დაწყებული მდიდარ “ენჯეოებთან” მიმართებით, ვგულისხმობ იმ 7 “ენჯეოს”, რომლებსაც ანგარიშები აქვთ დაყადაღებული. ერთადერთი, ჩვენთვის გასაკვირია ამ ყველაფრის ფონზე აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ამ და სხვა მიმართულებაშიც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ მინიმალურ მადლიერებას ველოდით და სამწუხაროდ, ჯერჯერობით აბსოლუტური დუმილია, რაც ლოგიკურ კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს გუნდში.” – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: “უკრაინა უცნაურ ფულის ორმოს ჰგავდა, სადაც ბაიდენის ადმინისტრაცია ფულს ყრიდა პრობლემის გადაჭრის რეალური გეგმის გარეშე” – ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი
Next: არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ არასამთავრობოების ხელით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.