Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს

მარშალ პრესი 23/06/2022
ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს.

კომისიის მიერ  გავრცელებული განცხადების ავტორების თანახმად, მათ სჯერათ, რომ საქართველოს ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა.

„საქართველოს მოსახლეობამ ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი ევროპული იდენტობისთვის, რუსეთის საომარი მოქმედებებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევებს, თუ გზა სუფთაა. ჩვენ გვჯერა, რომ მათ ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა. ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას. ლიბერალური დემოკრატიისკენ გზა არასდროს არის პერიოდული წარუმატებლობების, გადახვევების გარეშე და ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს მათი საერთო ევროპული ოცნების ასრულების შანსს“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, თანათავმჯდომარე კონგრესმენი სტივ კოენი, ასევე კომისიის წევრები სენატორი როჯერ უიკერი და კონგრესმენი ჯო უილსონი.

Post navigation

Previous: პრემიერი: ჩვენ შევეცდებით ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას, განვითარებას კეთილდღეობას და ვერაფერს დააკლებენ ვერც შიდა მტრები, ვერც გარე მტრები
Next: გუშინ ირაკლიმ “იჩუქა” კრიტიკული მასა, რომელიც მის ერთ დაძახებაზე გადაავსებს ქუჩებს, ქალაქებს,, სოფლებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.