Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანოს – “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” მორიგი სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 27/08/2025
540099496_1156943636488220_1823235809487327198_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანოს – “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას საბჭოს თავმჯდომარე ირმა მგელაძე უძღვებოდა, მან სხდომის მონაწილეებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი გააცნო.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 2025 წლის ბიუჯეტის 6 თვის შედეგების მიმოხილვა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
საბჭოს წევრებმა მოისმინეს და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერს, რეკომენდაციის სახით წარედგინება.
მერის სათათბირო ორგანოს – “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” საქმიანობის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.

Post navigation

Previous: ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე: ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?!
Next: ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ, არღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, სასამართლოში შევხვდებით!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.