Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

მარშალ პრესი 26/08/2025
vladislav kosiniaki

mn.ge

პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ -კამიშმა. მისი თქმით, ამ ტრაგედიის ყველა გარემოება უნდა დადგინდეს.

„ეს ბევრჯერ მითქვამს. ვამბობდი, რომ თუ უკრაინა არ აღიარებს ვოლინის გენოციდს, თუ არ იქნება ექსჰუმაცია, თუ დაღუპულების ხსოვნას პატივს არ მიაგებენ, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ ექნება“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.

ვოლინის ტრაგედია, ან, როგორც მას სხვაგვარად ვოლინის ხოცვას უწოდებენ, 1943 – 1944 წლებში ვოლინში მოხდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, უკრაინის აჯანყებულთა არმიამ ეთნიკურად პოლონელი მოსახლეობა მოკლა. პოლონელები ამ ფაქტს გენოციდს უწოდებენ, თუმცა ოფიციალური კიევი ასე არ ფიქრობს.

Post navigation

Previous: გიორგი ცინცაძე: დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო ბათუმის მერი – წინ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც პირველ რიგში მიმართული იქნება ბათუმელების კეთილდღეობისკენ
Next: ევროსაბჭოს დასკვნა ორმაგი სტანდარტების დადასტურებაა – თუ ევროსაბჭოს ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ კანონის აღსრულება სერიოზულ ზიანს მოიტანს, მათ უნდა წარმოადგინონ დამაჯერებელი არგუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიკერძოებულ პოლიტიკურ შეფასებაზე მიუთითებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.