IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც ნათქვამია, რომ შაქარაშვილის ცხედარს სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული აქვს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, შუბლის, თავის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში.

“ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება