Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის რეგიონში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 54.6 მილიონი ლარით ფინანსდება

მარშალ პრესი 26/08/2025
537406336_1648872939117424_3976139821946255810_n

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში დაგეგმილი 28 საბავშვო ბაღიდან 4 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა და 14 ბაღის სამუშაოებს ასრულებს. დაგეგმილია კიდევ 10 ბაღის სრულად განახლება. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

გურიის რეგიონში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამურად, 54.6 მილიონი ლარით ფინანსდება. საბავშვო ბაღები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. თანამედროვე შენობებში მოწყობილია სათამაშო და საძინებელი ოთახები, კეთილმოწყობილია ეზოები და ყველა საჭირო სივრცე. ყველა საბავშვო ბაღი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

Post navigation

Previous: მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე გააძევა
Next: თავად უცხოური აგენტურაც კი აღარ მალავს, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება – 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც სწორედ ამას მოასწავებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.