Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ზამურ ჭითანავამ, მამხუტში, ზემო და ქვემო არქევანში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

მარშალ პრესი 25/08/2025
538185188_2085600252246063_501121897213259129_n

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მამხუტში, ზემო და ქვემო არქევანში მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს გააცნო ბოლნისის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები. შეხვედრებზე, ადგილობრივებმა ისაუბრეს მათ საჭიროებებსა და მოლოდინებზე, ზამურ ჭითანავამ კი მოსახლეობას აღნიშნული საკითხების ეფექტიანად გადაჭრის პირობა აღუთქვა.

„მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრები მაძლევს საშუალებას, უკეთ გავიგო ადამიანების საჭიროებები და მოლოდინები. სწორედ ეს გახდება ჩემი მუშაობის საფუძველი. მჯერა, რომ თქვენს ნდობას გავამართლებ და ბოლნისის განვითარებას ახალი ტემპით გავაგრძელებთ,“ – აღნიშნა ზამურ ჭითანავამ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა. „ეს მიღწევები ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის და თქვენი, მოსახლეობის თანადგომის შედეგია. ჩვენი ერთიანი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ,“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა. ზამურ ჭითანავას განცხადებით, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება მთელი კამპანიის განმავლობაში, ვინაიდან, თითოეული მოქალაქის ხმა მისთვის უმნიშვნელოვანესია.

Post navigation

Previous: მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით – არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები
Next: ჩინეთის ინტერესებში შედის კორეა და მისი სანუკვარი ოცნება – ტაივანის კუნძულის რეინტეგრაცია საკუთარ წიაღში და ამ ყველაფრის გაკეთება ოფიციალური პეკინის იგნორირებით, სულ რომ ძალიან უნდოდეს დონალდ ტრამპსა და „დიფ სთეითს“, არ გამოუვათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.