Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბრიუსელში ბიუროკრატები ათასგვარი გამოგონილი საბაბით ქვას ქვაზე არ ტოვებენ და თავადვე უკვე მერამდენედ მოდიან წინააღმდეგობაში საკუთარ კვლევებთან

მარშალ პრესი 25/08/2025
edisher gvenetadze

იმ დროს, როდესაც ბრიუსელში ბიუროკრატები ათასგვარი გამოგონილი საბაბით თავიანთი მოკლე ჭკუით ქვას ქვაზე არ ტოვებენ,  ყოველ დღე შენიღბულად თუ  შეუნიღბავად მუშაობენ იმისათვის,  რომ საქართველოში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ადგილობრივი მეხუთე კოლონის მეშვეობით ძალადობრივი გაზით ჩამოაშორონ ხელისუფლებას,  თავადვე უკვე მერამდენედ მოდიან უდიდეს წინააღმდეგობაში საკუთარ – ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევებთან,  –  ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი მეტყველებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ტყუილებს, სიცრუესა და მანიპულაციას,  თავად ევროკავშირი ეწინააღმდეგება.  “იმ დროს, როდესაც ბრიუსელში ბიუროკრატები ათასგვარი გამოგონილი საბაბით თავიანთი მოკლე ჭკუით ქვას ქვაზე არ ტოვებენ,  ყოველ დღე შენიღბულად თუ  შეუნიღბავად მუშაობენ იმისათვის,  რომ საქართველოში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ადგილობრივი მეხუთე კოლონის მეშვეობით ძალადობრივი გაზით ჩამოაშორონ ხელისუფლებას,  თავადვე უკვე მერამდენედ მოდიან უდიდეს წინააღმდეგობაში საკუთარი – ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევებთან.

ამჯერად ევროკომისიის გამოქვეყნებული მასალის  “კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსის” მიხედვით საქართველო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო ორმოცეულთა სიაში 38-ე ადგილს იკავებს. ყველაზე წინ დგას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც ინდექსით წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 10 ქვეყანას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ტყუილებს, სიცრუეს, მანიპულაციას,  თაღლითობას, მიკერძოებას და საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრას თავად ევროკავშირში არ აქვს გასავალი. ამდენად შორს არ არის ის დრო,  როდესაც არსებული სახით მოქმედი  ევრობიუროკრატია თავად საკუთარი ხელითვე დაიშლება და მის ადგილს 2030 წლისათვის დაიკავებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ერთგული ევროგაერთიანება და ამ ღირებულებების აღსრულების ერთგული მოხელეები.” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: ბექა კობახიძე გამოირჩევა ქვეყნის და ეკლესიის მტრობით, როგორ შეიძლება ის აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გააკეთა – როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას
Next: მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით – არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.