Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით საქართველო მსოფლიოს მე-40 ადგილზეა. უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს

მარშალ პრესი 25/08/2025
EUROPEAN COMISSION

ევროკომისიამ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა.

რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს: იტალიას, რუმინეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს და თურქეთს.

კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის რეიტინგით ევროპაში ფინეთი, დანია, შევეიცარია, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს, ევროპის უკანასკნელ ხუთეულში კი ბელარუსი, რუსეთი, ბოსნია, უკრაინა და მოლდოვა არის გამწესებული.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი აწარმოებს.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

Post navigation

Previous: ვინ არის ბექა კობახიძე? – ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სპიკერად იყენებს და მასთან აქტიურად თანამშრომლობს
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.