Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კონსტიტუციის დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატიული წყობა და სამართლებრივი სახელმწიფო მყარ საფუძველზე დგას

მარშალ პრესი 24/08/2025
davit chikhelidze

2018 წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველომ მიიღო თანამედროვე, დემოკრატიული დოკუმენტი, რომელიც პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და იცავს ადამიანთა უფლებას და თავისუფლებას – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კონსტიტუცია ცოცხალი დოკუმენტია და მისი განვითარება მომავალში ახალი გამოწვევების შესაბამისად შეიძლება გახდეს საჭირო. თუმცა ის, რომ უკვე შვიდი წელია უცვლელად მოქმედებს, სახელმწიფოს პოლიტიკური სიმწიფის და კონსტიტუციური წესრიგის სიძლიერის მაჩვენებელია.

“კონსტიტუციის დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატიული წყობა და სამართლებრივი სახელმწიფო მყარ საფუძველზე დგას — იმ ძირითად კანონზე, რომელიც მოქალაქეთა თავისუფლებას, უფლებებსა და პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს. 2018 წელს მიღებული ახალი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველომ მიიღო თანამედროვე, დემოკრატიული დოკუმენტი, რომელიც პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და იცავს ადამიანთა უფლებას და თავისუფლებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დღემდე კონსტიტუციაში ძირეული ცვლილებები არ შესულა. ეს ფაქტი ხაზს უსვამს ქვეყნის სტაბილურობასა და სამართლებრივი ჩარჩოების მდგრადობას. ძირითადი კანონი უზრუნველყოფს ძალაუფლების ბალანსს, იცავს მოქალაქეთა უფლებებს და ქმნის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ქვეყნის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, კონსტიტუცია ცოცხალი დოკუმენტია და მისი განვითარება მომავალში ახალი გამოწვევების შესაბამისად შეიძლება გახდეს საჭირო. თუმცა ის, რომ უკვე შვიდი წელია უცვლელად მოქმედებს, სახელმწიფოს პოლიტიკური სიმწიფის და კონსტიტუციური წესრიგის სიძლიერის მაჩვენებელია. ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: კონსტიტუციის დღე გვახსენებს, რომ ქვეყნის პროგრესი დამოკიდებულია ერთგულებაზე იმ ღირებულებებისადმი, რომლებიც თავისუფლებასა და დემოკრატიას განსაზღვრავს.” – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: “ქართულმა ოცნებამ” შექმნა სრულიად ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას
Next: “ქართული ოცნების” ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია, რომ კონსტიტუციური წესრიგი ემსახურება ქართველ ხალხს და არავის კერძო ინტერესებს არც შინ და არც გარეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.