Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

30 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებით, ქართველმა ერმა განაახლა თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება

მარშალ პრესი 24/08/2025
505

30 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებით, ქართველმა ერმა განაახლა თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღების დღე მიულოცა.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე – 1995 წლის 24 აგვისტოს, ზუსტად 30 წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა პირველ, 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნების პროცესში უმთავრესი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა საქართველო პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონი, უზენაესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელიც ინდივიდის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს სამართლებრივად არეგულირებს. მკაფიოდ უზრუნველყოფს თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის ბალანსს, რისი საბოლოო მიზანიც თითოეული ადამიანისთვის უსაფრთხოების და კეთილდღეობისკენ სწრაფვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნლები, კონსტიტუციონალისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: მსურს, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, მან შეძლო, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას
Next: დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი წლის, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი კონსტიტუცია იდგება მყარად საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის სადარაჯოზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.