Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან, მათი დამფინანსებლები კი ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებენ – თენგიზ შარმანაშვილი კაპროვანში მიმდინარე ტრენინგზე

მარშალ პრესი 23/08/2025
tengiz sharmanashvili

თუ ისინი მერე მოქმედებაზე გადავლენ, ეს იქნება კანონსაწინააღმდეგო და კანონის წინაშე აგებენ პასუხს, – ასე ეხმიანება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი კაპროვანთან მიმდინარე ტრენინგს, რომლის თემაც ხელისუფლების შეცვლაა.

მისი განცხადებით, მთავარი დამნაშავეები მსგავსი ღონისძიებების დამფინანსებლები არიან, რომლებიც გვერდზე გადგებიან, ახალგაზრდებს კი კანონდარღვევისკენ უბიძგებენ.

„მაგრამ აქ მთავარი დამნაშავეები არიან ის ადამიანები, ვინც ამას აფინანსებენ და ამ ახალგაზრდებს უბიძგებენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენისკენ. მერე მათი უმეტესი ნაწილი გვერდზე გადგება და ეს ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან. მათი დამფინანსებლები კი ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა, რომელიც სცდება მარტივ შეფასებებს, საქართველოს უახლეს ისტორიაში მან წარუშლელი კვალი დატოვა – ირაკლი ყიფიანი
Next: დავით ქართველიშვილი საფრანგეთის ახალ ელჩზე: ტიპიური “ენჯეოშნიცა” ჩაანაცვლა პროფესიონალმა მზვერავმა და დიპლომატმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.