Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი შეესაბამება სტრასბურგის სასმართლოს პრაქტიკას და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან

მარშალ პრესი 22/06/2022
ანრი ოხანაშვილი

კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შეესაბამება სტრასბურგის სასმართლოს პრაქტიკას და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს სახით, დასაბუთება სჭირდება.

„დაველოდებით მოტივირებულ შენიშვნებს, როგორ იქნება დასაბუთებული და რა არგუმენტები იქნება წარმოდგენილი. თუ ასეთი არგუმენტები იქნება, ამის მიხედვით ჩვენ გვექნება დამატებითი კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან. ეს კანონპროექტი იყო პარლამენტის რეგლამენტის სრული დაცვით მიღებული, ყოველგვარი დაჩქარებული პროცედურების გარეშე. ამ კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართული იყო ყველა, ვისაც კი ინტერესი ჰქონდა. ცალკე შეხვედრები გაიმართა ოპოზიციის ჩართულობით ყველა იმ უწყებასთან, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით რელევანტური იყო და კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს, არა თუ პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, საერთოდ შეკითხვაც კი არ დაუსვამთ კანონპროექტის მეორე მოსმენით წარმოდგენილ რედაქციასთან მიმართებაში. ეს გადამოწმებადია და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ.

ჩვენ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შეესაბამება სტრასბურგის სასმართლოს პრაქტიკას, შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ვერ მოხდება რომელიმე ისეთი საქმის დასახელება, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს ფარგლებში, რომელთანაც მოდის პირდაპირ და აშკარა წინააღმდეგობაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს კანონად ქცეული და მიღებული, თუმცა ჩვენ გვაქვს რა, პატივისცემითი დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, გავეცნობით და თუ იქნება მოტივირებული შენიშვნები, ამის მიხედვით გავაკეთებთ განცხადებებს. ეჭვი მაქვს, რომ არსებითი და სამართლებრივი მოტივირებული შენიშვნები იყოს წარმოდგენილი, თუ ასეთი არ იქნება, რა თქმა უნდა, მოხდება ამ ვეტოს დაძლევა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტმა უნდა განმარტოს, „რას ჰქვია ყოველგვარ კანონპროექტს პოლიტიკური სახით ვეტოს დაადებს“.

„რას ჰქვია პრეზიდენტი ყველა კანონპროექტს დაადებს ვეტოს. ნებისმიერ ვეტოს მოტივირებული შენიშვნები სჭირდება. პრეზიდენტი თუ გადის საკონსტიტუციო ჩარჩოდან, ეს მან უნდა განმარტოს, რას ნიშნავს. მე არ ვთვლი, რომ ვალდებული ვარ განვმარტო მისი სახელით. მან უნდა განმარტოს, რას ჰქვია ყოველგვარ კანონპროექტს პოლიტიკური სახით ვეტოს დაადებს. ნებისმიერ ვეტოს მოტივირებული შენიშვნები სჭირდება და ეს კანონმდებლობით დადგენილი მიდგომაა. თუ ვინმე გადის კანონმდებლობის მიღმა ჩარჩოდან, მან უნდა განმარტოს ასეთი დამოკიდებულება რას ნიშნავს და რას ჰქვია, ასე ხელაღებით ასეთი აგდებული დამოკიდებულება პარლამენტისადმი და პარლამენტის მიერ მიღებული კანონების მიმართ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული, ვეტოს დაადებს.

Continue Reading

Previous: კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან, თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს
Next: რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს – ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025