Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს აქტივისტების ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან

მარშალ პრესი 23/08/2025
5004

„ქრონიკის“ ექსკლუზივი -კაპროვანის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის მიზნებსა და ამოცანებს არც თავად ორგანიზატორები მალავენ. ხელისუფლების შეცვლა – როგორც თავად მონაწილეები ამბობენ, ეს არის შეკრების მიზანი.

https://cdn.imedi.ge/new/V/2508/81/76/49/PKIaX-CbMEOE_wOIZ-77AA/1.mp4

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან სამხედრო მომზადებას, მათ შორის ტაქტიკურ გადაადგილებას, სამხედრო დგომას, შეტევას, თავდაცვას და სამხედრო ალყებს. ღონისძიება მოძრაობა „ერთობის“ ინიციატივით იმართება. მასში მონაწილე ინსტრუქტორები კი მოძრაობა „ფარის“ წევრები არიან.

ორგანიზაციის, მიზანია ჩამოაყალიბოს „ათეულების ლიდერები“ საპროტესტო აქციებისთვის. ცნობილია, რომ კაპროვანში გავლილი ტრენინგის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეები აქციასაც გამართავენ, რომელიც ოზურგეთში გაიმართება.

„აქციისთვის ვემზადებით, გაზეთები გვაქვს ჩამოტანილი, უნდა დავარიგოთ. ჩვენი გუნდის შიდა გაძლიერებაც მიმდინარეობს – ჩვენ უნდა ვიცოდეთ სინქრონში მოქმედება როგორ არის, ერთად მოქმედება როგორ არის, ერთად ყოფნა რა არის ზოგადად. „ქართული ოცნების“ მთელ რეჟიმს, თავიდან ბოლომდე, უნდა ეშინოდეს. ჩვენ ამ რეჟიმს გავისტუმრებთ, გაგისტუმრებთ მოუსვლელში“, – განუცხადა „ქრონიკას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დათო გუნაშვილმა.

Post navigation

Previous: 26 აგვისტოს, ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ჯგუფ “იბერია”-ს კონცერტი გაიმართება
Next: ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა, რომელიც სცდება მარტივ შეფასებებს, საქართველოს უახლეს ისტორიაში მან წარუშლელი კვალი დატოვა – ირაკლი ყიფიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.