Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ბეჟან ობგაიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა

მარშალ პრესი 22/08/2025
penitenciuri

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს:

“აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის დ. გოგობერიშვილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გ. ქემოკლიძის მიერ თანამდებობების დატოვება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურში მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, ზემოაღნიშნულმა პირებმა დაკავებული პოზიციები დატოვეს პირადი განცხადების საფუძველზე.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი პატარიძე.”- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძესა და ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
Next: „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გორში კონსტანტინე ბუზალაძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.