Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

მარშალ პრესი 22/08/2025
cesko

4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციას ჯამში 50-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.

მთელი საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით 8 საინიციატივო ჯგუფმა მიმართა შესაბამის საარჩევნო კომისიებს. რეგისტრაცია გაიარა 6-მა საინიციატივო ჯგუფმა, 2-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს 42-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რეგისტრაცია გაიარა 39-მა საინიციატივო ჯგუფმა, 3-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა (25 აგვისტო) რეგისტრაციის მიზნით უნდა წარმოიდგინონ მხარდამჭერთა სიები.

Post navigation

Previous: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მუდმივად არის აქაური ოპოზიციის, არასამთავრობოების თუ ცალკეულ ევროდეპუტატთა კრიტიკის საგანი, რამდენად სუბიექტურია მათი შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს – სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
Next: ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.