Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

მარშალ პრესი 21/08/2025
davit eremeishvili

ვიცი ყველა უბნის პრობლემა, თითოეულ უბანს რაში სჭირდება ჩვენი დახმარება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, დავით ერემეიშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, ქუთაისში არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას სპორტული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა, რომლის მოწესრიგების შემდეგ, ქუთაისელი სპორტსმენების მიღწევები შესამჩნევია. როგორც ერემეიშვლი აღნიშნავს, დამატებით სპორტული მოედნების აღდგენა თითქმის ყველა უბანში იგეგმება, გათვალისწინებულია რეკრეაციული სივრცეების მოწყობაც.

თითოეული იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობიდან მოდის, მათთან შეთანხმებით, საკრებულოს დეპუტატებთან შეთანხმებით, ხორციელდებოდა ბიუჯეტის პროგრამირება და ამის შემდეგ ვიწყებდით უკვე პროექტებზე მუშაობას. სერიოზული გამოწვევა იყო ქალაქისთვის სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც თითქმის განადგურებული იყო და ჩვენს სპორტსმენებს უწევდათ ძალიან ცუდ პირობებში ვარჯიში.

ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, რამაც ჩვენს სპორტსმენებს მისცა საშუალება, რომ მაგალითად, 2024 წელს, ქალაქში 1800 მედალი იქნა ქალაქში შემოტანილი. 19 სპორტული მოედანი მოეწყობა დამატებით, თითქმის ყველა უბანში მოგვიწევს სპორტული მოედნების აღდგენა, რეაბილიტაცია ან სრულად განახლება. ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია დაახლოებით 30-მდე რეკრეაციული სივრცე.” – განაცხადა დავით ერემეიშვილმა. მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურა კვლავ პრიორიტეტებს შორის იქნება, რათა ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ. ერემეიშვილის განცხადებით, ქუთაისის სპორტულ სკოლებში შემავალი ყველა სექცია უფასოა. “ისევ რჩება სპორტული ინფრასტრუქტურა [პრიორიტეტად]. გვინდა, რომ ჩვენი ახალგაზრდები მაქსიმალურად იყვნენ დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით და მაქსიმალურად დავაკავოთ სპორტით. ქუთაისში, ჩვენს სპორტულ სკოლებში შემავალი ყველა სექცია უფასოა, აქედან გამომდინარე, მოთხოვნა დიდია, ამიტომ ვცდილობთ, ყველა სკოლა იყოს მოწესრიგებული.” – აღნიშნა დავით ერემეიშვილმა.

Post navigation

Previous: ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში
Next: საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.