Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავად განსაჯეთ, რა “ლოგიკაში” ჯდება ევროკომისიის განცხადება, რომელმაც დაუკვეთა კვლევა, შედეგები საკუთარ ვებგვერდზე განათავსა და აცხადებს, რომ არავითარი კავშირი კვლევასთან არ აქვს

მარშალ პრესი 21/08/2025
zaal anjaparidze

თავად განსაჯეთ, რა “ლოგიკაში” ჯდება ევროკომისიის განცხადება, რომელმაც დაუკვეთა კვლევა, ფული გადაიხადა, კვლევის შედეგები საკუთარ ვებგვერდზე განათავსა, და აცხადებს, რომ არავითარი კავშირი კვლევასთან არა აქვს, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელიც საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებას ეხმიანება. ანჯაფარიძის თქმით, ევროკავშირს აქაც ორმაგი სტანდარტი აღმოაჩნდა, ვინაიდან, აღიარებენ მხოლოდ იმ რეალობას, რაც ევრობიუროკრატიის ინტერესებს აწყობს, ხოლო, კვლევასთან, რომელშიც საქართველოს კარგი მაჩვენებლები დაფიქსირდა, კავშირი უარყვეს.

“თავად განსაჯეთ, რა “ლოგიკაში” ჯდება ევროკომისიის განცხადება, რომელმაც დაუკვეთა კვლევა, ფული გადაიხადა, კვლევის შედეგები საკუთარ ვებგვერდზე განათავსა, და აცხადებს, რომ არავითარი კავშირი კვლევასთან არა აქვს. შემიძლია მოგიყვანოთ არაერთი მაგალითი, როდესაც ევროსტრუქტურებს სხვადასხვა ევროპული ორგანიზაციებისთვის დაუკვეთავთ კვლევა, მათ შორის საქართველოზეც. ასეთი კვლევები ევროკავშირს აწვდის რეალურ ინფორმაციას. თუმცა, ეტყობა ევროკავშირში აქაც ორმაგი სტანდარტი მოქმედებს.

აღიარებენ მხოლოდ იმ რეალობას, რაც ევრობიუროკრატიის პოლიტიკურ ინტერესებს აწყობს, ხოლო რაც არა, იმისგან თავს შორს იჭერენ, როგორც ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კარგი მაჩვენებლები აღმოაჩნდა. ჩემი აზრით, ერთერთი მიზეზი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების, რომ 2028 წლამდე გადაედო ევროკავშირთან მოლაპარაკებები წევრობაზე, იყო ის რომ ამჟამინდელ ევრობიუროკრატიასთან, მოლაპარაკებების წარმოება კონტრპროდუქტიული იქნებოდა. 2029 წელს ევროპარლამენტის ახალი არჩევნებია, რომელიც ევროკომისიის ახალ ხელმძღვანელობას აირჩევს, რომელსაც იმედი დავიტოვოთ, უფრო ჯანსაღი დამოკიდებულება ექნება საქართველოს მიმართ,” – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში

Post navigation

Previous: – გამოკვეთილი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ
Next: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.