IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობა გრძელდება

აქტიურად გრძელდება მე-4 სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს შიდა კედლების მოწყობის, ასევე, შენობის გარე ფასადისა და ეზოს მოპირკეთების სამუშაოები. პროექტის სრული ღირებულება 2 977 792 ლარს შეადგენს. სოციალური სახლი 39 ეკომიგრანტ ოჯახზეა გათვალისწინებული. სამუშაოები 2020 წლის 1 ოქტომბრამდე დასრულდება. 2016 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 73 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინით.

კომენტარის დატოვება
IMG.GE