Skip to content
04/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა

მარშალ პრესი 21/08/2025
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის მიერ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებული სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 55.3% მიიღო, მედიასთან გამოეხმაურა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა. „ბოლო პერიოდში, ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, მაგრამ იმ აღქმებში, რომელსაც ფსევდოლიბერალები აჟღერებენ, საქართველოს ყოველთვის უკან აყენებენ და აცხადებენ, თითქოს ქვეყანაში ყველა მიმართულებით უკუსვლაა. ეს ერთი მხრივ მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა და მეორე მხრივ, იმის აღიარება, რომ საქართველო ყველა მიმართულებით აუმჯობესებს პოზიციებს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი
Next: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.