Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეის მდგომარეობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი არის თითქმის 1 500 000 ადამიანი

მარშალ პრესი 22/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის, პარლამენტმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ინიციატივას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით და შევცვალეთ კანონები, რაც გასაკეთებელი იყო გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი არის თითქმის 1 500 000 ადამიანი.

„1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც და ა.შ. იმ თანხებს სხვა რაღაცებში მიმართავენ.

იცით, რომ აზარტულ კომპანიებს გავუზარდეთ გადასახადები და აქაც, უფრო მეტად გაზრდილია, მეტ გადასახადს იხდიან ბიუჯეტში. 110 მლნ ლარი არის შემოსავლები, რომელიც ბიუჯეტში გადაიხადეს ამ კომპანიებმა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი – ყველაზე ანტიევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე, კანიბალი რომ გელაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა ამათი მდგომარეობა
Next: პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით დევნის გამო ორ პირს ბრალდება წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.